
მობილური ფოტოგრაფია
მიმზიდველი კონტენტი 1 თვეში
ვისთვის არის ეს კურსი?
იმათთვის, ვინც ანვითარებს პირად ბლოგს/ბრენდს
-
ლამაზი კონტენტი არის პირადი ბლოგის/ბრენდის ნაწილი
-
ის თქვენი პოპულარულობის საფუძველია
-
კურსზე თქვენ ისწავლით როგორ წაიყვანოთ თქვენი ბლოგი ისე როგორც ცნობილ ბლოგერებს მიყავთ
იმათთვის, ვინც ყიდის მომსახურებას
-
თუ ვერ მიაწვდით აუდიტორიას თქვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას - შეკვეთების რაოდენობა გექნებათ მინიმალური
-
შესაძლოა თქვენ გქონდეთ ძალიან ხარისხიანი მომსახურეობა/პროდუქტი, მაგრამ თქვენი გვერდის ვიზუალი თუ არ არის კარგად შეფუთული - თქვენ ვერ იზიდავთ კლიენტს
იმათთვის, ვინც ყიდის პროდუქტს
-
იმისთვის რომ თქვენი პროდუქტიო გაიყიდოს, ის მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს თქვენს პროფილში. ჩვენ ვყიდულობთ თვალებით.
-
ამ კურსზე მე გიამბოთ როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვიზუალი რომ მიიპყროთ აუდიტორიის და პოტენციალური კლიენტების ყურადრება.
იმათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი
-
ყველაფერი გადადის ონლაინში. ყველას ჭირდება ხარისხიანი ვიზუალი იმისთვის რომ გაყიდოს პროდუქტი ან მომსახურება.
-
თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ვიზუალის შექმნა არამხოლოდ თქვენთვის არამედ თქვენი პოტენციალური კლიენტისთვის, რომლებიც შესაძლოა იყვნენ სპეციალისტები ნებისმიერი სფეროდან.
-
სოციალური ქსელების ვიზუალის შემქმნელეი - არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნადი პროფესია
კურსი არის ყველასთვის
-
საჭირო არ არის გქონდეთ გადაღების უნარი
-
კურსზე მარტივი და გასაგები ენით აგიხსნით როგორ გადაიღოთ ხარისხიანი კონტენტი ტელეფონით.
-
თქვენ არ დაგჭირდებათ საოცარი ინტერიერი, იმისთვის რომ გადაიღოთ კონტენტი და შექმნათ ძვირადღირებული ვიზუალი.
-
კურსზე გასწავლით როგორ გადაიღოთ ჩვეულებრივ ბინაში.
-
მობილური კონტენტს ძალიან კარგად იტაცებს აუდიტორია და მსგავსი კონტენტი კარგად ყიდის პროდუქტს\მომსახურეობას.
-
თქვენ არ გჭირდებათ აიფონის ბოლო ვერსია
-
თქვენ ისწავლით ფოტოების დამუშავებას კომპიუტერის გამოყენების გარეშე
-
კურსზე მოგიყვებით მარტივ და მუშა გადაღების ხერხებს
რატომ მე?
-
კურსის ავტორი და ხელმძღვანელი ნათია ღაჭავა
-
წარმატებული კომერციული ფოტოგრაფი
-
ვასწავლი ონლაინში უკვე ოთხ წელიწადზე მეტი
-
მყავს მოსწავლეები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან
-
100 000-ზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე
-
ადამიანი, რომელმაც იცის როგორ გამოიმუშაოს თანხა ინტერნეტის საშუალებით
-
მაქსიმალური თვიური შემოსავალი ონლაინიდან 23 000 ლარი
-
კლიენტების 90% მყავს სოციალური ქსელებიდან
-
კურსი დაყრდნობილია არა მხოლოდ თეორიულ არამედ პრაქტიკლულ 6 წლიან გამოცდილებაზე
-
4 წლიანი სპიკერის გამოცდილება
«თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში - თქვენ არ გაქვთ ბიზნესი».



-
მართალი იყო ბილ გეიტსი, როდესაც ამბობდა ამ სიტყვებს. დღეს მომხმარებელის 70% ნივთის/მომსახურების შეძენამდე ეძებს ინფორმაციას ინტერნეტში.
რას მოიცავს კურსი?
-
10 გაკვეთილს და 10 პრაქტიკულ დავალებას
-
კურსზე თქვენ დაამუშავებთ თქვენი პროფილის მთავარ მომენტებს, რომლებიც განაპირობებს აუდიტორიის და კლიენტის ზრდას.
-
მხარდაჭერის ჩათი
-
საერთო მხარდაჭერის ჩათში თქვენ შეძლებთ ერთმანეთს მისცეთ რჩევები და გაუზიაროთ შედეგები.
-
საინტერესო და აქტუალური საჩუქრები
კურსის პროგრამა
გაკვეთილი 1. მიზნების დასახვა
-
ვწერთ გვერდის კონცეფციას, მიზანს და თემების მატრიცას
გაკვეთილი 2. მოდა/ტრენდები/სტილი
-
ვისწავლით როგორ ვიყოთ ტრენდში.
-
განვიხილავთ ბოლო დროს არსებულ ტრენდებს
-
განვიხილავთ რა არის მოდაში დღევანდელ დღეს
-
გავიგებთ რა მოსწონს აუდიტორიას. რა იზიდავს თვალს, როგორი ფოტოები/ვიდეოები აგროვებენ ყველაზე მეტ მოწონებას
-
როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი რომელიც თქვენ დაგეხმარებათ
გაკვეთილი 3. ფერებთან მუშაობა
-
თქვენ გაიგებთ როგორ შევქმნათ გვერდი, სადაც ფერები ჰარმონიულად იქნება ერთმანეთში შერწყმული
-
როგორ ავიცილოთ თავიდან ფერთა შეუთავსებლობა, რომელიც გვერდს ხდის ნაკლებად მიმზიდველს
გაკვეთილი 4. ფოტოსესიის დაგეგმვა
-
გაგიზიარებთ საფოტოსესიო ადგილების სიას
-
თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ჩვეულებრივ ბინაში, მაგრამ ამავდროულად გადაიღოთ მიმზიდველი კონტენტი.
გაკვეთილი 5. გადაღება. განათება.
-
ტელეფონით გადაღების ხერხები, ინსტრუმენტები
-
ამ ყველაფრისთვის თქვენ არ გჭირდებათ პროფესინალური კამერა, საკმარისია ტელეფონი საშუალო დონის კამერით.
გაკვეთილი 6. დეტალების/ნივთების გადაღება
-
მსგავსი ფოტოები ამრავალფეროვნებს ბლოგს და ხდის მას უფრო საინტერესოს.
-
დეტალების ფოტოები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმათთვის ვინც ყიდის აქსესუარებს,კოსმეტიკას და ა.შ.
-
განვიზილავთ ნივთებს რომლებიც გვეხმარებიან გადაღებაში
გაკვეთილი 7. ფოტოს დამუშავება
-
ფოტოს ტელეფონში დამუშავების ძალიან მარტივი ხერხები
გაკვეთილი 8. ვიდეო-კონტენტი, სთორი, პირდაპირი ეთერი
-
ტიკ-ტოკის შექმნის შემდეგ ვიდეო კონტენტი გახდა ისევე პოპულარული როგორც ფოტო.
-
როგორ გადავლახოთ სთორიში საუბრის კომპლექსი?
-
როგორი სთორები სარგებლობენ პოპულარობით
-
სთორების გაფორმებისთვის საჭირო პროგრამები.
-
როგორ გადავლახოთ პირდაპირი ეთერების შიში
-
რა თემაზე ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში
-
როგორ დაუახლოვდეთ აუდიტორიას და გაზარდოთ მათი თქვენდამი ნდობა
გაკვეთილი 9. პროფილის გაფორმება
-
ბიო, მთავარი ფოტო, ჰაილაითი და ინსტაგრამ ტვ.
-
როგორ გავაფორმოთ ისე რომ გვერდმა მაყურებელზე მოახდინოს დადებითი პირველი შთაბეჭდილება, რაც განაპირობებს აუდიტორიის ზრდას
გაკვეთილი 10. ტექსტები
-
არ იცით რა თემაზე წეროთ ტექსტები?
-
არ იცით როგორი ტექსტი იზიდავს ყურადრებას და აგროვებს ყველაზე მეტ კომენტარს?
-
ამ შეკითხვებს გაკვეთილზე გავცემთ ამომწურავ პასუხს.

რას მიიღებთ კურსის შემდეგ?
-
მიიღებთ აუდიტორიის დაინტერესების, მოზიდვის და მასთან მჭიდრო კავშირის დამყარების ხერხებს
-
გამზადებულ ვიზუალს/კონტენტს
-
მიიღებთ გამზადებულ გეგმას.
-
გადაღებული მასალას, რომელიც ჭირდება სწორედ თქვენს პროფილს
-
თითოეული მოსწავლე კურსის გავლის შემდეგ მიიღებს სერტიფიკატს
-
რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ აქტუალურ ინფორმაციას და დღევანდელ დღეს მოთხოვნად და აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

როგორ, სად, როდის?
-
კურსი დაიწყება 19 აპრილს და გაკვეთილები დაიდება ყოველ მეორე დღეს 21:00 საათზე შაბათ-კვირის გარდა
-
გაკვეთილების ყურება იქნება შესაძლებელი როგორც მობილურში ასევე კომპიუტერში
-
გაკვეთილებს შეგიძლიათ უყუროთ ნებისმიერ დროს.
-
ეს არ არის ონლაინ გაკვეთილი, რომელსაც ონლაინში უნდა დაესწროთ.
-
გაკვეთილები იქნება შემდგარი ტექსტური, ვიდეო და ფოტო მასალისგან
-
გაკვეთილები იქნება ხელმისაწვდომი 3 თვის განმავლობაში.

მზად ხართ დაიპყროთ სოციალური ქსელები,
გაზარდოთ შემოსავალი,
შექმნათ ახალი შესაძლებლობები?
კურსის ტარიფები
ტარიფი "ჩემით"
უკუკავშირის გარეშე
870 670 570 ლარი
-
ხელმისაწვდომი იქნება 10 გაკვეთილი
-
ხელმისაწვდომი იქნება 2 პირდაპირი ეთერი
-
ჩართული იქნებით საერთო ჩათში
ტარიფი "ნათიასთან ერთად"
უკუკავშირით
1270 1070 970 ლარი
-
ხელმისაწვდომი იქნება 10 გაკვეთილი
-
ხელმისაწვდომი იქნება 2 პირდაპირი ეთერი
-
ჩართული იქნებით საერთო ჩათში
-
შეძლებთ საჩუქრის გათამაშებაში მონაწილეობას
-
თქვენი პროფილის საფუძვლიანი შეფასება ჩემგან
-
დავალებების შეფასება, შეცდომების დამუშავება
-
დამატებითი გაკვეთილი «როგორ დავაგროვოთ 10 ათასი გამომწერი ერთ თვეში და ინსტაგრამის გვერდის პიარის ინსტრუმენტები».
ტარიფი "ბიზნესი - მონეტიზაცია"
უკუკავშირით
2070 1670 1570 ლარი
-
ხელმისაწვდომი იქნება 10 გაკვეთილი
-
ხელმისაწვდომი იქნება 2 პირდაპირი ეთერი
-
ჩართული იქნებით საერთო ჩათში
-
შეძლებთ საჩუქრის გათამაშებაში მონაწილეობას
-
თქვენი პროფილის საფუძვლიანი შეფასება ჩემგან
-
დავალებების შეფასება, შეცდომების დამუშავება
-
დამატებითი გაკვეთილი «როგორ დავაგროვოთ 10 ათასი გამომწერი ერთ თვეში და ინსტაგრამის გვერდის პიარის ინსტრუმენტები».
-
დამატებითი გაკვეთილი «ინსტაგრამის მონეტიზაცია, პროდუქტის/მომსახურეობის გაყიდვა ინსტაგრამზე»
-
დამატებითი გაკვეთილი «გაყიდვები ქეისების მეშვეობით»
-
დამატებითი გაკვეთილი «ცივი აუდიტორიის დამუშავება და კლიენტებად გადაქცევა»
-
ერთი საკონსულტაციო შეხვედრა. დავსხდებით მყუდრო კაფეში, და განვიხილავთ თქვენი პროექტის/ბლოგის განვითარების გეგმას. მოგაწვდით ახალ იდეებს.