top of page
IMG_0185.JPG

მარი ბეგიაშვილი

"ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ალბათ რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მიმიღია, ამ კურსის გავლა იყო."

ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე

მარის ისტორია:

კურსამდე: დიასახლისი, ბიოლოგი და მეიქაფ-არტისტი, რომელსაც ოცნება ქონდა ყოფილიყო ფოტოგრაფი, მაგრამ ფოტოგრაფია მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იცოდა.

მიზანი: ფოტოგრაფია პროფესიონალურ დონეზე შეესწავლა, და დაემტკიცებინა რომ ფოტოგრაფია ნამდვილი პროფესიაა და ამ სფეროში შესაძლებელია თანხის გამომუშავება.

 

გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების ონლაინ კურსი.

 

შედეგი: მარიმ მიიღო საჭირო ცოდნა, შეიძინა ფოტოაპარატი და აქცია ფოტოგრაფია ბიზნესად. პირველ თვეში 5 ფოტოსესიიდან გამოიმუშავა 1100 ლარი. მუშაობდა მხოლოდ 5 დღე. უზომოდ ვამაყობ მისი შემართებით და შედეგით. 

მარი კურსის შესახებ:

შენი კურსის არჩევის მიზეზი იყო, პირველ რიგში შენი გადაღებული ფოტოები, ვოცნებობდი და სიზმარშიც კი ვხედავდი რომ ულამაზეს ფოტოებს ვიღებდი. შემდეგ მასტერ-კლასი, იმდენად მარტივად ხსნიდი ყველაფერს მასტერ-კლასზე, ზუსტად ვიცოდი რომ შენს კურსს გავივივლიდი და უმთავრესი მიზეზი კურსის არჩევის იყო ნდობა. ზუსტად ვიცოდი, რომ სწორ ადამიანს ვანდობდი ჩემი საოცნებო პროფესიის შესწავლას. შემდეგი მიზეზი იყო ონლაინ გაკვეთილები. მე არ მქონდა დრო ლაივ გაკვეთილებს დავსწრებოდი. ვსწავლობდი ჩემთვის მოსახერხებელ დროს. 

 

სწავლა არ გამიჭირდა. პირიქით, გვიან შემოვუერთდი კურსს და დაჩქარებული ტემპით ძალიან მარტივად ავითვისე ყველაფერი. ისეთი მარტივი ენით ხსნი, გაკვეთილების მეორედ ნახვა არც დამჭირვებია. ყველაფერი სწრაფად ვისწავლე. ცოტა უცნაურია რასაც გეტყვი, მაგრამ ალბათ კურსელები გამიგებენ, მქონდა შეგრძნება რომ გააზრებაც არ მჭირდებოდა სასწავლად და ავტომატურად გადმოდიოდა შენი ცოდნა. 

 

ვისწავლე ყველაფერი, რაც ეხება ტექნიკას, ფოტოსესიის დაგეგმვას, განათებას, კომპოზიციას და იმაზე მეტიც, რასაც ველოდი. პირველრიგში ბიზნეს გაკვეთილები ძალიან დამეხმარა მუშაობის დაწყებაში. ერთია როცა გადაღება იცი და მეორეა როცა შენი მომსახურეობის გაყიდვა, ბიზნეს გეგმის შედგენა და ფასის გამოყვანა შეგიძლია. 

 

კურსზე პირველრიგში არის ჯანსაღი და მეგობრული გარემო, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ მე არ შემიძლია და ვერ ვჩერდები ტოქქსიკურ და ნეგატიურ გარემოში. შევიძინე საუკეთესო მეგობრები და კოლეგები. ჩვენ ერთმანეთის იმედი სულ გვაქვს. შენ კი მთელი კურსის მანძილზე იყავი პირადად ჩემი უდიდესი მოტივაციის წყარო, მხარდამჭერი, მეგობარი. როცა გვიჭირდა ნებისმიერს, რჩევებს და გამოცდილებას არ იშურებდი. 

 

მოლოდინებს გადააჭარბა ამ კუსმა. ვიცოდი რომ პროფესიას შევიძენდი, მაგრამ ამდენ მეგობარს თუ შევიძენდი და ასე უცებ მუშაობასაც დავიწყებდი, ვერც წარმოვიდგენდი. ეს ყველაფერი კურსის დამსახურებით. 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის.

ასეთ ფოტოებს იღებს
კურსის შემდეგ

bottom of page