
გამარჯობა! მე მქვია ნათია ღაჭავა.
ვარ ფოტოგრაფი თბილისში.
ჩემი სპეციალიზაცია არის ინდივიდუალური, წყვილის, საოჯახო და საორსულო ფოტოსესიები.
ჩემი ნამუშევრები გამოირჩევა ემოციებით და ბუნებრივი დამუშავებით.
მიუხედავათ იმისა თუ რას ვიღებ ემოციები არის ის, რასაც ყოველთვის ვეძებ.
გავა წლები, შეიცვლება მოდა, მაგრამ თქვენი ემოციები არასოდეს დაკარგავენ აქტუალობას.
გადაღებების გარდა უკვე ხუთი წელიწადია შევასწავლი ფოტოგრაფიას.
მაქვს ფოტოგრაფიის საფუძვლების ონლაინ კურსი, რომელიც უკვე ასობით ადამიანმა გაიარა და ჩამოყალიბდა უამრავი წარმატებული ფოტოგრაფი არამხოლოდ საქართველოსი, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ჩემი როგორც ფოტოგრაფის ზრდამ განაპირობა საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული და უმაღლესი დონის ფოტოსტუდიის გახსნა. სწორედ ამ სტუდიაში ვმოღვაწეობ, ვიღებ ჩემს მომხმარებლებს და ასევე ვატარებ გაკვეთილებს და მასტერ-კლასებს ფოტოგრაფებისთვის.
ფაქტები ჩემს შესახებ:
-
ვარ გამოუსწორებელი ოპტომისტი. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ვნახულობ ზრდის შესაძლებლობას
-
დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას
-
გავიარე 100 კურსზე მეტი მსოფლიოს სხვა და სხვა ფოტოგრაფებდათ, სხვა და სხვა ბიზნეს ტრენერებთან, ქოუჩებთან, მარკეტოლოგებთან და ქოფირაითერებთან.
-
ვარ მუდმივად სწავლის და განვითარების პროცესში
-
სწავლაში მაქვს ჩადებული 200 000 ლარზე მეტი
-
ჩემს მასტერ-კლასებს 15 000 ადამიანზე მეტი არის დანასწრები
-
მაქვს გადაღებული 1000 ზე მეტი ფოტოსესია
-
მყავს მოსწავლეები მსოფლიოს 27 ქვეყნიდან
-
საერთო ჯამში ჩემი კურსები გაიარა 2000- მდე სტუდენტმა