top of page

სტუდიის ქირის ფასები

ინგლისური ფანჯრების ოთახის 1 საათის ქირა შეადგენს 200 ლარს(300 ლარის ნაცვლად. რემონტის დასრულებამდე მოქმედებს ეს ფასდაკლება).

მომდევნო საათები 180 ლარს.

  • ფასში შედის სტუდიაში 6 ადამიანის დაშვება (გადამღებების ჩათვლით)

  • დამატებით ერთი ადამიანის შესვლა ღირს 20 ლარი და ეს წინასწარ უნდა იყოს ადმინისტრაციასთან შეთანხმებული

ციკლორამას ოთახის 1 საათის ქირა შეადგენს 200 ლარს(300 ლარის ნაცვლად. რემონტის დასრულებამდე მოქმედებს ეს ფასდაკლება).

მომდევნო საათები 180 ლარს.

  • ფასში შედის სტუდიაში 8 ადამიანის დაშვება (გადამღებების ჩათვლით)

  • დამატებით ერთი ადამიანის შესვლა ღირს 20 ლარი და ეს წინასწარ უნდა იყოს ადმინისტრაციასთან შეთანხმებული

სტუდიის წესები

სტუდიის დამქირავებელი პასუხისმგებელია ეს წესები გააცნოს გადაღებაზე ყველა მონაწილეს და ეკისრება სრული ფინანსური პასუხისმგებლობა ყველა მონაწილის ქმედებებზე, წესების შეუსრულებლობის ან ქონების დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი.

1. ჯავშნის გაკეთების, მისი გაუქმების და გადახდის წესები.

1.1. სტუდიის დაჯავშნა ხორციელდება:

  • სოციალუურ ქსელებში წერილის მოწერით

1.2. სტუდიის მუშაობის წესი - წინასწარ ჩაწერით. ჩვენ ვიხსნებით დილის 10 საათზე და ვიკეტებით 19:00 საათზე. შესაძლებელია სტუდიის უფრო ადრე გახსნა(მაგალითად პატარძლებისთვის შეგვიძლია გავიხსნათ დილის 8 საათზეც კი) და უფრო გვიან დახურვა მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, ამ შემთხვევაში სტუდიის ქირის საფასურს დაეტამება 20%, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრატორის ზეგანაკვეთით მუშაობის ანაზღაურებას. მას თქვენთვის მოუწევს ადრე მოვიდეს ან გვიან წავიდეს და მისი ზედმეტად დახარჯული დრო უნდა იყოს ანაზღაურებული.

1.3. სტუდიის გაქირავების მინიმალური დროა 60 წუთი.

1.4. დაგვიანების შემთხვევაში დაჯავშნილი დრო არ იცვლება. გადასახდელი თანხა არ მცირდება, თუ გადაღება გვიან დაიწყო ან ადრე დაასრულეთ.

1.5. დასაჯავშნად საჭიროა თანხის 50%-ის გადახდა.

თანხის დანარჩენ ნაწილს იხდით დათქმულ დღეს, გადაღების დაწყებამდე.

 

გაითვალისწინეთ! ჯავშნის თანხის დაბრუნება არ ხდება არცერთ შემთხვევაში. თქვენ იკავებთ ადგილს, რომელზეც ჩვენ უარს ვეუბნებით სხვა მომხმარებლებს. ჩარიცხული თანხა უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ თქვენს ადგილს მეტი არავინ დაიკავებს.

ახალი თარიღის დასაჯავშნად თავიდან რიცხავთ ჯავშნის თანხას.

ჯავშნის თანხით ხდება მხოლოდ ჯავშნის მომსახურეობის მიღება, მხოლოდ ერთი თარიღის/კონკრეტული დროის დაჯავშნა.

1.6. სტუდიის ქირის გადასახადს იხდით უნაღდო ანგარიშწორებით. ხელზე თანხა არ მიიღება.

 

1.7. სტუდიის დაჯავშნის დროს თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში უთითებთ შემდეგს: სტუდიის ჯავშნის საფასური.

დანიშნულების მითითების გარეშე თანხა არ მიიღება და იქნება თქვენს ანგარიშზე დაბრუნებული.

1.8. სტუდიაში მოსვლისსას ლოკაციაზე შესვლამდე ხდება დარჩენილი თანხის გადახდა ანგარიშზე გადმორიცხვით და ამ შემთხვევაშიც აუცილებელია შემდეგი დანიშულების მითითება:

სტუდიის ქირის საფასური.

2. დრო.

2.1 სტუდიაში მოსვლა ხდება დაჯავშნულ დრომდე 10-15 წუთით ადრე, რათა თქვენ შეძლოთ მოწესრიგება, ფეხსაცმლის გამოცვლა, ტანსაცმლის საკიდზე დაკიდება სტუდიაში შესვლამდე.

 

2.2 სტუდიაში დაგვიანება მიუღებელია. უმჯობესია მოხვიდეთ ადრე, ვიდრე დააგვიანოთ. 

ჩვენ გვქონდა ქეისი, როდესაც მომხმარებელმა ნახევარი საათით დააგვიანა, ამის გამო სხვა მომხმარებელს 4 შვილით მოუწიათ 30 წუთი ლოდინი, როდესაც მამა სამსახურიდან დროებით იყო განთავისუფლებული, მასაც ამის გამო მოუწია სამსახურში დაგვიანება.

თქვენ არ გაქვთ უფლება სხვა ადამიანებს შეუქმნათ დისკომფორტი და პრობლემები. ამიტომ ან მოდით დროულად ან თუ დააგვიანებთ 30 წუთი მაშინ სტუდიაში ყოფნის უფლება გექნებათ კიდებ 30 წუთი და არა 1 საათი. ნუ თხოვთ სხვა მომხმარებლებს დაგელოდონ. ნუ აგდებთ ადამიანებს უხერხულ სიტუაციში. სტუდია მდებარეობს გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში. წინასწარ გადახედეთ გეოლოკაციას და გათვალეთ რამდენი დრო დაგჭირდებათ სტუდიაში მოსასვლელად.

 

2.3 დაგვიანებული დრო აკლდება ქირის დროს. ქირის დროის ათვლა იწყება დაჯავშნილი საათიდან. დაგვიანების მიუხედავად თქვენ მაინც იხდით სტუდიის ქირის სრულ ღირებულებას.

 

2.4. სტუდიის საფოტოსესიო ლოკაციაზე შესვლა ხდება ზუსტად დაჯავშნულ დროზე და გამოსვლა ხდება 55 წუთში. სტუდია იტოვებს 5 წუთს იმისთვის რომ მოაწესრიგოს ლოკაცია სხვა მომხმარებლის შესვლამდე. ლოკაციიდან დაგვიანებით გამოსვლის შემთხვევაში გეკისრებათ 100 ლარი ჯარიმა (10 წუთის დაგვიანებით გამოსვლის შემთხვევაში). 10 წუთზე მეტი დროის გატარების უფლება სტუდიაში არ გაქვთ, რადგან სტუდია საათობით ქირავდება და შემდეგ მომხმარებელს არ უნდა შეუქმნათ პრობლემები.

 

3. საერთო წესები

3.1. საჭიროა გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თქვენ შეგიძლიათ:

  • თან იქონიოთ გამოსაცვლელი, სუფთა ფეხსაცმელი

  • გამოიყენოთ ჩვენი სტუდიის რეზინის ჩუსტები

ფეხსაცმლის “გაწმენდა” ადგილზე არ არის დაშვებული. ბახილებით შესვლა ლოკაციაზე არ არის დაშვებული, ისინი იხევა და ქმნის ჭუჭყს დარბაზებში. მომხმარებელი ვალდებულია სტუდიაში მოსვლამდე გარეცხოს ან გაასუფთავოს და ისე მოიტანოს ფოტოსესიის დროს გამოსაყენებელი ფეხსაცმელი.

გაითვალისწინეთ! ციკლორამაზე ფოტოების გადასაღებად საჭირო არის ფეხსაცმელის ძირს ააკრათ ქახალდის სკოჩი, არ აქვს მნიშვნელობა ფეხსაცმელი უცმელი და სუფთა არის თუ არა (ქახალდის სკოჩს და მაკრატელს მოგაწვდით ჩვენ). 

 

3.2. მოწევა აკრძალულია სტუდიის ტერიტორიაზე. წესის დარღვევას მოყვება 500 ლარი ჯარიმა.

 

3.3. აკრძალულია ხმაური, ხტუნვა, ყვირილი და სტუდიაში სირბილი, ასევე გადასაღებ ოთახებში ნებართვის გარეშე შესვლა. გთხოვთ პატივი ეცით სტუდიაში მყოფებს.

 

3.4. ძვირფასო მშობლებო, თავად ადევნეთ თვალყური თქვენს შვილებს, ადმინისტრატორი არ არის პასუხისმგებელი თქვენი ბავშვების მონიტორინგზე ფოტოსტუდიის ტერიტორიაზე. 

 

3.5. სამწუხაროდ სტუდიაში შინაური ცხოველების მოყვანა აკრძალულია. 

მიუხედავად მომხარებლების დაპირებისა რომ მიხედავენ და ცხოვებელი არაფერს დააზიანებენ, ეს დანაპირები არცერთმა მომხმარებელმა არ შეასრულა. 8 წლიანი გამოცდილებაში მქონდა ქეისი, როდესაც ძაღლმა სტუდიაში მოისაქმა. ერთმა ცუგომ იატაკი დაკაწრა, ერთმა კი ფარდა გახია და ა.შ. ამჯერად ახალ სტუდიაში აგია 25 000 ლარის პარკეტი მხოლოდ ერთ ოთახში. მისი დაკაწვრა, დაზიანება მიუღებელია. პარკეტის რაღაც ნაწილის შეცვლა შეუძლებელია. ასევე პარკეტი იწოვს ნებისმიერ სითხეს და იცვლის ფერს. შესაბამისად თქვენმა შინაურმა ცხოველმა რომ მოისაქმოს პარკეტი შეიწოვს და ფერსაც იცვლის. არამგონია ამის გამო მზად იყოთ სტუდიას პარკეტი სრულიად შეუცვალოთ.

 

3.6. სტუდიის ტერიტორიაზე აკრძალულია სასმელის და საკვების შეტანა.

 

3.7. კატეგორიულად აკრძალულია პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო გადაღება! წესის დაუმორჩილების შემთხვევაში მთელი გადაღების გუნდი და მონაწილეები შევა შავ სიაში სამუდამოდ და დაეკისრებათ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

ასევე აკრძალულია ნიუდ(სრულიად შიშველი) ფოტოსესია.

 

3.8. აკონტროლეთ თქვენი შვილების ქცევა. თუ თქვენი შვილი დააზიანებს სტუდიის ქონებას, თქვენ უნდა აანაზღაუროთ ზარალი. სტუდია არ არის პასუხისმგებელი დაუდევრობის გამო შესაძლო დაზიანებებზე.

 

3.9. სტუდიის ტერიტორიაზე სანთლები და ღია ცეცხლი მკაცრად აკრძალულია.

4. ციკლორამა

4.1. ციკლორამაზე ყოფნა დაშვებული არის მხოლოდ შიშველი ფეხით ან ფეხსაცმლით, რომლის ძირებზე არის გაკრული ქახალდის სკოჩი.

 

4.2. ციკლორამის ამობურცულ ნაწილზე ფეხით დგომა აკრძალულია. ეს ნაწილი არის ცკლორამასა და კედელს შორის. ციკლორამას აქვს ნიშანი, რომელიც აჩვენებს თუ რა მანძილზე არის დგომის საშუალება. 

 

4.3. ჩატეხილი ციკლორამის აღდგენის საფასური რვა ათასი (8000) ლარია.

ეს საფასური მოიცავს როგორც ციკლორამის აღდგენას, ასევე ციკლორამის სარემონტო დროით დარბაზის დახურვით სტუდიისთვის მიყენებულ ზარალის ანაზღაურებასაც.

ტექნიკა.

4.4. სტუდიაში არის მრავალფეროვანი ფოტო/ვიდეო ტექნიკა.

სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია სტუდიის სოციალურ ქსელებში.

ნებისმიერი ლოკაციის დაჯავშნისას თუ გსურთ სტუდიის აღჭურვილობის გამოყენება, საჭიროა წინასწარ შეთანხმება და თქვენთვის სასურველი ტექნიკის ჩამონათვალის გამოგზავნა.

 

4.5.სტუდიაში შესვლის შემდეგ ადმინისტრატორი გირთავთ თქვენს მიერ შერჩეული განათებას და ამოწმებს არის თუ არა ის მუშა მდგომარეობაში.

 

4.6.თქვენს მიერ სტუდიის დატოვებამდე ადმინისტრატორი მოდის და ისევ ამოწმებს ტექნიკას რომ დარწმუნდეს რომ თქვენს ის არ დააზიანეთ. 

 

5. დეკორაციები

5.1. სტუდიაში შესვლის შემდეგ თუ ფოტოსესიისთვის რაიმეს გადაადგილება მოგიწევთ, სტუდიიდან გამოსვლამდე გადაადგილებული ნივთები უკან, თავის ადგილზე უნდა დააბრუნოთ.

 

5.2. აკრძალულია დეკორის შეცვლა. საახალწლო ნაძვის ხეზე სათამაშოების მოხსნა ან დამატება. სტუდია გააფორმა დეკორატორმა და ის ვერ მოვა ყოველი ფოტოსესიის შემდეგ და ვერ გაასწორებს თქვენს მიერ შეცვლილ დეტალებს.

 

ნაძვის ხეზე სათამაშოების სრული უმრავლესობა არის მინისგან დამზადებული. სწორედ ამიტომ დაუშვებელია ბავშვების ნაძვის ხესთან მარტო მისვლა. მათ შეიძლება გატეხონ სათამაშო და ხელი გაიჭრან. უმორჩილესად გთხოვთ სტუდიის ფარგლებში ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ნავს ხეზე არის ძვირადღირებული სათამაშოები, რომლებიც ერთი ცალი ღირს 50-70 ლარი. მათი გატეხვის შემთხვევაში მოგიწევთ სრული თანხის ანაზღაურება.

 

6. ვიდეო-აუდიო კონტროლი

6.1. სტუდიაში ხორციელდება ვიდეო და აუდიო კონტროლი ყველა ოთახში.

სწორედ ამიტომ სტუდიის ტერიტორიაზე ტანსაცმლის გამოცვლა შეიძლება მხოლოდ გასახდელებში.

სტუდიის დაქირავებით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ ვიდეოკონტოლზე.

 

7. მონაცემები.

7.1. სტუდია აგროვებს მომხმარებლების მონაცემებს როგორიც არის: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი.

ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროვებას.

ეს ინფორმაცია საჭიროა მომხმარებლის და სტუდიის შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ასევე სტუდია იტოვებს უფლებას მოახდინოს საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელ.ნომერით ან ელ.ფოსტით) მომხმარებლებისთვის სტუდიის საიხლეების(ფასდაკლებები, ახალი დეკორის დამატება და ა.შ.) შეტყობინება.

 

ამ წესების დაცვა უზრუნველყოფს სტუდიაში უსაფრთხოებას, სისუფთავეს, წესრიგს და კომფორტს.

 

პატივისცემით

NGSTUDIO-ს გუნდი.

Цены аренды Студии

Час аренды локации с Английскими окнами составляет 200 Лари (вместо 300 лари. Данная скидка действует до завершения ремонта).

Следующие часы стоят 180 лари.

  • В стоимость входит вход в студию 6ти человек (включая фотографа, видеографа, ассистента и т.д.)

  • Вход одного дополнительного человека стоит 20 лари и это необходимо заранее согласовать с администратором.

Час аренды локации с Циклорамой составляет 200 Лари (вместо 300 лари. Данная скидка действует до завершения ремонта).

Следующие часы стоят 180 лари.

  • В стоимость входит вход в студию 8ми человек (включая фотографа, видеографа, ассистента и т.д.)

  • Вход одного дополнительного человека стоит 20 лари и это необходимо заранее согласовать с администратором.
     

Правила Студии

Арендатор студии несет ответственность за ознакомление с этими правилами всех участников съемки и несет полную материальную ответственность за действия всех участников, в случае несоблюдения правил или порчи имущества он обязан возместить убытки.

 

1.Правила бронирования, отмены и оплаты.

1.1. Бронирование студии осуществляется:

  • Написав нам письмо в социальной сети

При оформлении бронирования в любой форме вы получите подтверждение на номер и/или в виде письма в социальной сети.

 

 

1.2. Форма работы студии – по предварительной регистрации. Мы открываемся в 10 утра и закрываемся в 19:00. Есть возможность открыть студию раньше (например для невест мы можем открыться даже в 8 утра) и закрыть позже по желанию заказчика, в эту доплату будет включено 20% стоимости аренды студии, которая покроет сверхурочную работу администратора. Ему придется ради вас прийти раньше или уйти позже, и его дополнительное время должно быть компенсировано.

 

1.3. Минимальное время аренды студии – 60 минут.

 

1.4. В случае задержки зарезервированное время не будет изменено. Сумма оплаты не уменьшается, если вы начинаете съемку поздно или заканчиваете раньше.

 

1.5. Для резерва требуется предоплата 50%.

Остальную сумму вы оплачиваете в назначенный день перед съемкой.

 

Обратите внимание! Предоплата не подлежит возврату ни при каких обстоятельствах. Вы занимаете место, в котором мы отказываем другим желающим. Внесенная сумма гарантирует, что никто другой не займет ваше место.

Чтобы забронировать новую дату, вам необходимо оплатить снова сумму бронирования.

Предоплата используется для бронирования только одной даты и времени.

 

1.6. Вы оплачиваете аренду студии по безналичному расчету. Наличные не принимаются.

 

1.7. Вовремя бронировании студии при переводе суммы вы  должны указать в пункте назначения: оплата за бронирование студии.

Без указания назначения деньги не будут возвращены на ваш счет.

 

1.8. При приходе в студию, перед входом на локацию, оставшаяся сумма оплачивается переводом на счет, и в этом случае также необходимо указать:

Стоимость аренды студии.

 

 

2. Время.

2.1 Прибытие в студию за 10-15 минут до забронированного времени, чтобы вы могли собраться, переобуться, повесить одежду на вешалку перед входом в студию.

 

2.2 Опоздание в студию недопустимо. Лучше прийти раньше, чем поздно.

У нас был случай, клиент опоздал на полчаса, другому клиенту с 4 детьми пришлось из-за этого ждать 30 минут, когда отец временно был не на работе, ему тоже пришлось из-за этого опоздать на работу.

Вы не имеете права причинять дискомфорт и проблемы другим людям. Поэтому либо приходите вовремя, либо если вы опоздали на 30 минут, то вам разрешат находиться в студии не 1 час, а 30 минут. Не просите других пользователей ждать вас. Не ставьте людей в неловкую ситуацию. Студия находится по адресу проспект Гурамишвили, 78 (Мы есть на Гугл карте) Заранее проверьте геолокацию и посчитайте, сколько времени вам понадобится, чтобы добраться до студии.

 

2.3 Время задержки вычитается из времени аренды. Время аренды начинается с забронированного часа. Независимо от задержки, вы все равно оплачиваете полную стоимость аренды студии.

 

2.4. Вход на локацию для фотосессии в студии осуществляется точно в забронированное время, выход – в течение 55 минут. Студия оставляет 5 минут на уборку локации до входа другого пользователя. Если вы покинете локацию позже, то вас оштрафуют на 100 лари (если вы покинете локацию с опозданием на 10 минут). Вам не разрешается находиться в студии более 10 минут, так как студия сдается почасово, и вы не должны создавать проблем другому заказчику.

 

 

3. Общие правила

3.1. Требуется сменная обувь. Вы можете:

  • взять с собой сменную чистую обувь.

  • Использовать наши студийные резиновые тапочки.

Чистка обуви на территории запрещена. Заходить на локацию в бахилах не разрешается, они рвутся и создают грязь в залах. Арендатор обязан постирать или почистить перед приходом в студию и принести обувь, которая будет использоваться во время фотосессии.

​Обратите внимание! Для фотосессий на Циклораме необходимо наклеить бумажный скотч на подошву обуви, неважно, чистая обувь или нет (ленту и ножницы мы предоставим).

 

3.2. Курение на территории студии запрещено. Нарушение правила влечет за собой штраф в размере 500 лари.

 

3.3. Запрещается шуметь, прыгать, кричать и бегать по студии, а также без разрешения входить в помещения для записи. Пожалуйста, уважайте тех, кто в студии.

 

3.4. Уважаемые родители, следите за своими детьми сами, администратор не несет ответственности за наблюдение за вашими детьми в зоне фотостудии.

 

3.5. К сожалению, в студию не допускаются домашние животные.

Несмотря на обещания владельцев, что они присмотрят и ничему не навредят, никто из клиентов эти обещания не выполнил. За 8 лет опыта у меня был случай, когда в студии была собака. Один песик поцарапал пол, другой порвал занавеску и т. д. На этот раз в новой студии паркет стоимостью 25 000 лари всего в одной комнате. Его повреждения недопустимы. Заменить какую-то часть паркета невозможно. Паркет также впитывает любую жидкость и меняет цвет. Поэтому, если ваш питомец на него справит нужду, паркет впитает его и изменит свой цвет. Не думаю, что из-за этого вы готовы полностью заменить паркет в студии.

 

3.6. На территории студии запрещено есть и пить.

 

3.7. Фото-видеосъемка порнографического характера строго запрещена! В случае несоблюдения правила вся съемочная группа и участники будут навсегда занесены в черный список и наложен штраф в размере 1000 лари.

 

Фотосессия в обнаженном виде (полностью обнаженной) также запрещена.

 

3.8. Следите за поведением своих детей. Если ваш ребенок повредит имущество студии, вы должны возместить ущерб. Студия не несет ответственности за возможный ущерб по неосторожности.

 

3.9. На территории студии строго запрещено пользоваться свечами и открытым огнем.

 

4. Циклорама

4.1.Находиться на циклораме разрешается только в чистой обуви, босиком, в студийных тапочках или принесенных вами чистых тапочках, либо в обуви с клейкой лентой на подошве.

 

4.2 Запрещается стоять на выступающей части циклорама. Эта часть находится между полом и стеной. На циклораме есть табличка, показывающая, насколько далеко можно стоять.

 

4.3.Стоимость восстановления сломанной циклорамоы составляет восемь тысяч (8000) лари.

В эту плату входит восстановление циклорамы, а также компенсация ущерба, причиненного студии закрытием зала на период ремонта циклорамы.

 

 

Техника.

4.4..В студии имеется различное фото/видео оборудование.

Полный ассортимент представлен в социальных сетях студии.

При бронировании любой локации, если вы желаете использовать оборудование студии, вам необходимо заранее договориться и выслать список желаемого оборудования.

 

4.5.После входа в студию администратор принимает выбранное вами освещение и проверяет его рабочее состояние.

 

4.6.Перед тем, как вы покинете студию, приходит администратор и еще раз проверяет оборудование, чтобы убедиться, что вы его не повредили.

 

5. Декор

5.1.Если после входа в студию вам необходимо что-то перенести для фотосессии, вы должны вернуть перенесенные предметы на место, прежде чем покинуть студию.

 

5.2.Запрещается менять декор. Убрать или добавить игрушки на елку. Студию оформлял декоратор, и он не может после каждой фотосессии приходить и исправлять измененные вами детали.

 

5.3 Большинство игрушек на елке сделаны из стекла. Именно поэтому детям не разрешается приходить к ёлке одним. Они могут сломать игрушку и порезать руку. Пожалуйста, обращайте особое внимание на детей в студии.

 

6. Видеоконтроль

6.1.В студии видеоконтроль осуществляется во всех помещениях.

Часть видеокамеры также записывает звук.

Именно поэтому переодеваться на территории студии можно только в гримерных.

Арендуя студию, вы подтверждаете свое согласие на видеоконтроль.

 

7. Данные.

7.1.Студия собирает такие данные пользователя, как: имя и фамилия, ID номер, номер телефона, адрес электронной почты.

Данная информация является конфиденциальной и не подлежит публичному разглашению.

Данная информация необходима для заключения договора между пользователем и студией.

Также студия оставляет за собой право уведомлять пользователей о предложениях студии (скидках, добавлении нового декора и т.п.) посредством средств связи (телефона или электронной почты).

 

Соблюдение этих правил обеспечивает безопасность, чистоту, порядок и комфорт в студии.

 

С уважением

Команда NGSTUDIO.

Studio rent prices

The rent for 1 hour of a room with English windows is 200 GEL (instead of 300 GEL. This discount is valid until the renovation is completed).

The following hours are 180 GEL.

  • The price includes admission to the studio for 6 people (including photographers)

  • Entry of one additional person costs 20 GEL and this must be agreed with the administration in advance.

The rent for 1 hour of cyclorama room is 200 GEL (instead of 300 GEL. This discount is valid until the renovation is completed).

The following hours are 180 GEL.

  • The price includes admission to the studio for 8 people (including photographers)

  • Entry of one additional person costs 20 GEL and this must be agreed with the administration in advance.

Studio Rules

Coming soon

bottom of page