ანა კიკვაძე
"მახსოვს რეგისტრაციის დღე ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში "
ანას ისტორია:
კურსამდე: ანის ფოტოგრაფიაში არანაირი გამოცდილება არ ქონდა. დაიწყო სწავლა 0-დან. არც ფოტოაპარატი ქონდა.
მიზანი: დაედო ისეთი შედეგი, რაც ბედნიერს გახდიდა. სურდა ეპოვნა საკუთარი თავი და საბოლოოდ აერჩია პროფესია. სურდა ფოტოგრაფია შემოსავლის წყაროდ ექცია.
გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების ონლაინ კურსი.
შედეგი: მიზანს მიაღწია. საკუთარი თავი ფოტოგრაფიაში იპოვა. აქცია ფოტოგრაფია პროფესიად და შემოსავლის წყაროდ. შეიძნა ფოტოაპარატი კურსის ნახევრის გავლის შემდეგ და მალევე დაიქყო შეკვეთების მიღება.
ანა კურსის შესახებ:
როდემდე უნდა ვიყო ერთ ადგილას? რატომ არ უნდა ავიხდინო ბავშვობის ოცნება? დროა მეც ბედნიერი ვიყო. იმ წამსვე დავრეგისტრირდი, მახსოვს ეგ დღე ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში.
კურსზე ვისწავლე ყველაფერი რაც კი ფოტოგრაფმა უნდა იცოდეს. სანამ კურსს გავივლიდი ვაპირებდი სხვა აპარატურის ყიდვას მაგრამ,მეორე-მესამე გაკვეთილის შემდეგ არჩევანი შევაჩერე სულ სხვა აპარატზე, რადგან დეტალურად იყო ყველაფერი განხილული და შემეცვალა აზრებიც. ასევე ვისწავლე ბევრი ხრიკი თუ როგორ უნდა გადავიღო ლამაზი კადრები. ჩემი აპარატი არც თუ ისე ძვირადღირებულია,მაგრამ სწორი გადაღებით და სწორი ფოტოსესიის დაგეგმვით ვიღებ ძალიან კარგ შედეგს,რასაც ბევრი აღნშნავს. ჩემი შედეგით ამ ეტაპზე უზომოდ კმაყოფილი ვარ და ყოველი ფოტოსესიის შემდეგ უფრო და უფრო კარგ შედეგს ვხედავ.
კურსზე ყველაზე მეტად მომეწონა ონლაინ გაკვეთილები, რადგან იმ პერიოდში ვსწავლობდი უნივერსიტეტში და პარალელურად ვმუშაობდი,ამის გამო დიდი დრო არ მრჩებიდა სხვა საქმისთვის. ონლაინ კურსმა მომცა საშუალება რომ მესწავლა ჩემთვის სასურველ დროს და ხელსაყრელ ადგილას.