top of page
DSC00860.jpg

ანანო კუხიანიძე

"კურსის შემდეგ მალევე თუ ამდენ ფოტოსესიას გადავიღებდი ნამდილად არ მეგონა"

ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე

ანანოს ისტორია:

კურსამდე: ნულიდან დაიწყო სწავლა რამოდენიმე თვის ბავშვით ხელში.

არ ქონდა ფოტოაპარატი.

მიზანი იყო კურსიდან მიღებული ცოდნა ბიზნესად ექცია და გამხდარიყო წარმატებული ფოტოგრაფი.

 

გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების და ფოტოების დამუშავების ონლაინ კურსები.

 

შედეგი: ანანომ მიიღო საჭირო ცოდნა, შეიძინა ფოტოაპარატი და აქცია ფოტოგრაფია ბიზნესად. წარმატებულად მუშაობს ფოტოგრაფად და მე მას ამაყად ვუწევ რეკომენდაციას.

ანანო კურსის შესახებ:

ინსტაგრამზე დიდიხანია მყავხარ გამოწერილი და ვადევნებდი შენს სთორებს თვალს, მაშინ როცა მე გადავწყვიტე ფოტოგრაფი გავმხდარიყავი შენც რამდენიმე დღეში ჩაატარე უფასო მასტერ-კლასი ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით, თან დაანონსე კურსიც, ამიტომ ვისთან უნდა გამევლო კურსი ამაზე დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, მინდოდა პირველივე ნაბიჯები პროფესიონალთან ერთად გამევლო და ასეც მოხდა.

 

სწავლა ნამდვილად არ გამჭირვებია, ახსნას რაც შეეხება, ყველა დეტალს სრულყოფილად ხსნი კურსში, ფოტოაპარატებიდან დაწყებული ფერით, პოზით და ემოციით დასრულებული. ასევე გვიზიარეებდი წყვილთან როგორ უნდა გვემუშავა, საოჯახო ფოტოსესია როგორ უნდა გადაგვეღო, სტუდიაში ფოტოსესია და ასევე რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარძლის დილის გადაღება. ამ ყველაფრის გაზიარება დამწყები ფოტოგრაფისთვის უმნიშვნელოვანესია და შენ ამ ყველაფერს ხსნი საფუძვლიანად ისე რომ მოსწავლეს კითხვაც კი არ გაუჩნდება.

 

ვისწავლე ყველაფერი ის, რაც უნდა იცოდეს პროფესიონალმა ფოტოგრაფმა. კურსის შემდეგ მალევე თუ ამდენ ფოტოსესიას გადავიღებდი ნამდილად არ მეგონა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ მაგრამ ახლა რომ ვფიქრომ უფრო მეტს მოვითხოვ და მოველი ჩემი თავისგან, რადგან ვიცი რომ შემიძლია. ეს ამბიცია და სტიმულიც შენი უკუკავშირის და საუბრების დამსახურებაა.

 

კურსზე ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ვიდეოებზე წვდომა გვქონდა და შეგვეძლო რამდენჯერმე გვეყურებინა და მოგვესმინა გაკვეთილებისთვის. ასევე ის უკუკავშირი რომელიც 24/7 ზე გაქვს შენს მოსწავლეებთან.

 

გაამართლა თუ არა კურსმა ჩემი მოლოდინი, ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - რა თქმა უნდა ❤️

 

კურსის გავლას ვურჩევ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა რომ ფოტოგრაფია დაიწყოს თავიდანვე პროფესიონალურ დონეზე და აქციოს ეს ყველაფერი ბიზნესად.

ასეთ ფოტოებს იღებს
კურსის შემდეგ

bottom of page