ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე
გვანცას ისტორია:
კურსამდე: ცხოვრობს გერმანიაში. არის პროფესიით იურისტი. ფოტოგრაფიით არის დაკავებული სამოყვარულო დონეზე და იღებს ტელეფონით.
მიზანი: მინდა საფუძვლიანად შევისწავლო ფოტოგრაფია და ვაქციო დამატებით შემოსავლის წყაროდ.
გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების და ფოტოების დამუშავების ონლაინ კურსები.
შედეგი: მიზანს მიაღწია. ფოტოაპარატი შეიძინა და ფოტოგრაფია აქცია შემოსავლის წყაროდ.ახლა წარმატებით მოღვაწეობს გერმანიაში. ქორწილებს იღებს 1000 ევროდ.
გვანცა კურსის შესახებ:
ნულიდან დავიწყე ფოტოგრაფია, მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიყავი გატაცებული. უმოკლეს დროში საფუძვლიანად შევისწავლე, ყველა ის დეტალი რაც ფოტოგრაფიას და აპარატურას სჭირდება. ყველაფერს ისე მარტივად, გასაგებად და ამომწურავად ხსნიდი, ყველა დეტალს ისე უღრმავდებოდი, რეალურად არცერთი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი.
თავიდან ვფიქრობდი ასე შორს როგორ შევძლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ონლაინ გაკვეთილები იმდენად კომფორტული და ხელმისაწვდომი იყო, სულ დამავიწყდა სიშორე და დროის სხვაობა.
მოლოდინი მქონდა ვისწავლიდი ფოტოგრაფიას, თუმცა ასევე ვისწავლე როგორ უნდა ვიყო თავდაჯერებული, გამბედავი და პროფესიონალი. შედეგიც სახეზეა ორი ქორწილი უკვე გადავიღე.
კურსის გავლას ვურჩევდი ყველას ვისაც სურს, აღმოაჩინოს საკუთარი თავი ახალ სამყაროში, სადაც ყველაფერი ფერადი და სასიამოვნოა.