top of page
DSC00189.JPG

ია ნარინდოშვილი

"მივიღე იმაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება ვიდრე ველოდი"

იას ისტორია:

კურსამდე: მათემატიკოსი და ბუღალტერი.  4 შვილის დედა. კურსამდე ფოტოგრაფიასთან არანაირი შეხება აქ ქონია. 

მიზანი: ფოტოგრაფიის საფიძვლიანად შესწავლა და პროფესიად ქცევა.

 

გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების ონლაინ კურსი.

 

შედეგი: მიზანს მიაღწია. ფოტოგრაფია შეისწავლა. იღებს ულამაზეს ფოტოებს. ახლა არის პორტფოლიოს ჩამოყალიბების ეტაპზე და სამომავლოდ აპირებს შეკვეთების აღებას.

ია კურსის შესახებ:

თვალს გადევნებდი ინსტაგრამ გვერდზე, მომწონდა შენი შემართება, პროფესიონალიზმი, მიზნისკენ სწრავფა და ფიქრიც კი არ დამჭირვებია  ისე დავრეგისტრირდი კურსზე. სწავლის პროცესი იყო ძალიან ინფორმაციული,სახალისოც კი,ძალიან დამეხმარა ჩატებში კომუნიკაცია შენთან და კურსელებთან, რომ მასალა სრულებით ამეთვისებინა, თან კომფორტულია-სწავლობ და უყურებ გაკვეთილებს როცა გცალია. მივიღე იმაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება ვიდრე მოლოდინი მქონდა, აღმივაჩინე ახალი უნარებიც.მე ამ კურსმა ფოტოგრაფიასთან ერთად მომცა საკუთარი თავის რეალიზების უნარი, შემძინა  მეგობრები რომლებთანაც დღემდე მაქვს პროფესიული და მეგობრული კომუნიკაცია. კურსი არის სრულყოფილი, მოლოდინებს აჭარბებს რადგან ამ ყველფრის უკან დგას ძლიერი,პროფესიონალთა გუნდი ნათიას ხელმძღვანელობით. მე ამ კურსის გავლას ვურჩევდი ასაკის განუსაზღვრელად ყველა იმ ადამიანს ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ფოტოგრაფია როგორც ჰობი, ან როგორც პროფესია.

ასეთ ფოტოებს იღებს
კურსის შემდეგ

bottom of page