top of page
2024-09-17 18.12.15.jpg

მარიამი თოდუა

" უმოკლეს დროში ავითვისე ამდენი ინფორმაცია და დავეუფლე ახალ პროფესიას"

ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე

მარიამის ისტორია:

კურსამდე: პროფესიით ჟურნალისტი და ვიზაჟისტი. ჰყავს ორი პატარა ბავშვი.

მიზანი: ფოტოგრაფია ისე შეესწავლა, რომ პროფესიად ექცია.

🔴მარიამი  8 წელი ფიქრობდა ფოტოგრაფიაზე, ბოლო წლები კი ჩემთან კურსის გავლას ოცნებობდა.

მარიამს ქონდა შიში, რომ ყველაფერს ვერ გაწვდებოდა. კურსის საფასურს, შემდეგ ფოტოტექნიკის შეძენის საფასურს.

მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვისა. ბევრი ფიქრის შემდეგ მან გადადგა ეს ნაბიჯი

🔴მარიამმა განვადებით ისარგებლა და ბიზნეს ტარიფი გაიარა.

🔴სასერტიფიკატო ნაშრომი სხვისი ფოტოაპარატით გადაიღო.

🔴გადაღების გარდა ისწავლა თუ როგორ ექცია ფოტოგრაფია შემოსავლის წყაროდ

🔴მარიამს არ ქონდა საშუალება ბოლო მოდელის ფოტოაპარატი შეეძინა.

ამიტომ გადაწყვიტა ეყიდა მეორადი ფოტოაპარატი.
ის ფოტოაპარატი, რომლითაც მე დავიწყე გადაღება 9 წლის წლის წინ. რომელიც მაშინ ვიყიდე 7000 ლარად.

ახლა კი მარიამმა იგივე ფოტოაპარატი თან ლინზით შეიძინა 2500 ლარად.

.

 

შედეგი: ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო 0-დან. წარმატებით გაიარა ფოტოგრაფიის კურსი. კურსის დამთავრებიდან 6 თვეში იყიდა ბიუჯეტური ფოტოტექნიკა და დაიწყო ფასიანი შეკვეთების მიღება და ახლა ფოტოგრაფია მისი შემოსავლის წყაროა.

მარიამი კურსის შესახებ:

დიდი ხანია თვალს გადევნებ, ამ სფეროში შენი მოღვაწეობის დაწყების დღიდან. ამ წლების განმავლობაში შენი პროფესიული ზრდა იყო ჩემთვის უდიდესი მოტივაციის წყარო.  ასევე მომწონს შენი ხედვა, ფერები , სტილი ძალიან ახლოს არის ჩემთან . სულ მინდოდა ფოტოგრაფობა , მაგრამ ვერ ვბედავდი, ბევრჯერ მომიწერია კიდევაც 😀 და აი ამ ნაკადზე, როგორც იქნა გადავდგი ეს ნაბიჯი და უზომოდ ბედნიერი ვარ🫶🏻

იმდენად მარტივ ენაზე გაქვს ყველაფერი გადმოცემული, რა თქმა უნდა სწავლა არ გამჭირვებია.

მე ვარ ორი მცირეწლოვანი პატარას დედიკო ,ამიტომ ჩემთვის ყველაზე მეტად კომფორტული იყო ონლაინ სწავლება, ვსწავლობდი გაკვეთილებს ჩემთვის მოხერხებულ დროს.

კურსმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა . უმოკლეს დროში ვისწავლე ამდენი ინფორმაცია და დავეუფლე ახალ პროფესიას.

ასეთ ფოტოებს იღებს
კურსის შემდეგ

bottom of page