მარიამ ხურციძე
"8 თვე სხვისი ფოტოაპარატით ვიღებდი შეკვეთებს რომ ჩემი ფოტოაპარატი მეყიდა"
ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე
მარიამის ისტორია:
კურსამდე: მარიამის ბავშვობის გატაცება იყო ფოტოგრაფია და ოცნებობდა ფოტოგრაფი გამხდარიყო.
მიზანი: ფოტოგრაფია პროფესიად და შემოსავლის წყაროდ ექცია. მთავარი მიზანი კი იყო დაკავებულიყო ისეთი საქმით, რომელშიც ექნებოდა თავისუფალი გრაფიკი და მეტ დროს დაუთმობდა შვილს. მას არ უნდოდა ყურადღება მოეკლო თავისი პატარა გოგოსთვის.
კურსის დროს მარიამს არ ქონდა ფოტოაპარატი და კურსი გავლის შემდეგ ეგრევე ვერ შეიძნა. იღებდა სხვისი ფოტოაპარატით.
გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების და ფოტოების დამუშავების კურსები.
შედეგი: კურსის გავლის შემდეგ 8 თვეში შეიძინა ფოტოაპარატი. ეს მოხდა 1 წლის წინ და ამ დროში უმაგრეში შედეგი დადო. მიზანს სწრაფად მიაღწია. აქტიურად იღებს შეკვეთებს და ფოტოაპარატის შეძენის დღიდან ფოტოგრაფია არის მისი შემოსავლის წყარო.
მარიამი კურსის შესახებ:
ჩემი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვიცი რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა🤍
ყველაზე მეტად კურსზე მომეწონა, რომ იყო ონლაინ, შემეძლო ნებისმიერ დროს მეყურებინა, რამდენჯერაც მინდოდა. იყო ძალიან მარტივად ახსნილი და საჭირო ინფორმაციით გაჟღენთილი.
არ შემიძლია არ ავღნიშნო გუნდურობა. ბევრი საერთო ინტერესების მქონე ადამიანი გავიცანი, დავუახლოვდი და ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.
ამ კურსის გავლას ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოსწონს ეს სფერო და უნდა განვითარება პროფესიულ დონეზე უმოკლეს დროში.