top of page
IMAGE 2023-03-15 18_25_56.jpg

მარიამ ცნობილაძე

"კურსის "

ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე

მარიამის ისტორია:

კურსამდე: სამართლის სტუდენტი.
იღებდა მხოლოდ ტელეფონით. ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო ნულიდან.
❌📸 არ ქონდა ფოტოაპარატი.
მარიამის მიზანი იყო ფოტოგრაფია ექცია პროფესიად და შემოსავლის წყაროდ.

 

გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების და ფოტოების დამუშავების ონლაინ კურსები.

 

შედეგი: კურსზე არსებული გაკვეთილებზე დაყრდნობით აირჩია და შეიძინა ფოტოაპარატი 📸
აქცია ფოტოგრაფია პროფესიად და შემოსავლის წყაროდ და უკვე წარმატებით იღებს ფოტოსესიის შეკვეთებს.

მარიამი კურსის შესახებ:

ურსი იმიტომ ავირჩიე რომ ყოველთვის ვადევნებდი თვალს შენს გვერდს, უზომოდ მომწონდა შენი ხედვა და ფერები,ასევე გავეცანი კურსდამთავრებულების შედეგებს, დავესწარი მასტერკლასს და მივხვდი რომ ეს კურსი მომცემდა საშუალებას ფოტოგრაფია შემესწავლა პროფესიულ დონეზე.

 

ვისწავლე ყველაფერი,განათებასთან  მუშაობა,რაკურსი, ემოცია,გავერკვიე ტექნიკაში  გარდა ფოტოგრაფიისა,ბიზნეს ტარიფმა მომცა საშუალება შემესწავლა ფოტოგრაფიის პიარი და მარკეტინგი,რაც დამეხმარება წარმატებულ კარიერაში.ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ,ორმაგად სასიამოვნოა უკუკავშირი მომხარებლის და  გარშემო  ახლობლების ემოციები,რომელიც მაძლევს მეტ მოტივაციას.

 

 პირველ რიგში კურსზე მქონდა შესაძლებლობა გაკვეთილები მესწავლა ონლაინ,ჩემთვის სასურველ დროს,რაც კომფორტულია მცირეწლოვანი ბავშვის მშობლისთვის.ყველა დეტალი იყო მორგებული კურსის სტუდენდებისთვის,გვქონდა წვდომა ჩათზე ვსვავდით კითხვებს,სადაც ამომწურავად გვპასუხობდი,ვუზიარებთით ერთმანეთს ემოციებს,ნამუშევრებს,გამოცდილებას.

 

კურსის მოლოდინმა გაამართლა და უფრო მეტიც გადააჭარბა,ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოკლე დროში შემეძლო შემესწავლა ამდენი ინფორმაცია რაც შენი დამსახურებაა პირველ რიგში. წლების მანძილზე დაგროვბული შენი ცოდნით და გამოცდილებით სტუდენტებს მოგვეცი შანსი აგვეთვისებინა 2 თვეში,რაც ვფიქრობ საკმარისია

 

 ამ კურსის გავლას ვურჩევდი ყველა ადამიანს,ვისაც სიამოვნებს ფოტოგრაფიისგან მიღებული ემოციები,ვინც ჩემსავით წლების მანძილზე არის გატაცებული ამ სფეროთი თუნდაც სამოყვარულო დონეზე. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს,მისცენ  შანსი და შესაძლებლობა საკუთარ თავს,რომ მოხვდნენ შენს კურსზე და იყვნენ წარმატებულები

ასეთ ფოტოებს იღებს
კურსის შემდეგ

bottom of page