top of page
IMAGE 2023-03-14 19_04_30.jpg

ნანუკა მღებრიშვილი

"ფოტოების გადაღების დროს შეიძლება ითქვას ასტრალში ვარ გასული, იმდენად სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი"

ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე

ნანუკას ისტორია:

კურსამდე: ფინანსისტი, რომელიც ქმნის ხელნაკეთ ჩანთებს და არის გატაცებული ფოტოგრაფიით და ფსიქოლოგიით. ფოტოების ოღებს ტელეფონის საშუალებით. ფოტოგრაფია ბავშვობიდა ძალიან უყვარს.

მიზანი: ფოტოგრაფია სიღრმისეულად შეესწავლა და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღო ამ პროცესისგან. უნდოდა, ის სილამაზე, რისი აღქმის და დანახვის უნარიც აქვს, სხვებისთვისაც გაეზიარებინა

 

გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების და ფოტოების დამშავების კურსები.

 

შედეგი: მიზანს მიაღწია. გატაცებულია ფოტოგრაფიით და ეს ის არის, რაც სიამოვნებას ანიჭებს და შთააგონებს. მის სთორებს რომ ვუყურებ ეს სიყვარული მეც უფრო მიმძაფრდება. ბონუსად კი ფოტოგრაფია პროფესიად და შემოსავლის წყაროდ აქცია. ფოტოაპარატს თითქმის წელიწადი ელოდებოდა. რაც ჩამოუვიდა იმ თვიდანვე იღებს ფასიან შეკვეთებს.

ნანუკა კურსის შესახებ:

ფოტოგრაფია ჩემთვის არის სულიერი საზრდო, რომელიც იმხელა სიამოვნებას მანიჭებს რომ გადაღების დროს შეიძლება ითქვას ასტრალში ვარ გასული😁 ერთი საათით დავგეგმავ ფოტოსესიას და რეალურად ვიღებ 3-4 საათი შეუსვენებლად, რადგან უზომოდ მსიამოვნებს.

 

სწავლა რომ დავიწყე, ორი გაკვეთილის შემდეგ მივხვდი რომ ფოტოგრაფიაში არაფერი არ მცოდნია გარდა ჩხაკუნისა😁 
იმდენად ფართოდ გავახილე თვალები ამ კურსის მეშვეობით და იმდენად ბევრი რამ ვისწავლე, არასდროს ვინანებ შენ რომ აგირჩიე❤️

 

ყველაზე მეტად კურსზე მომეწონა ინფორმაციის სიმრავლე, სიმარტივე და შენი პროფესიონალიზმი. 
კურსმა უზომოდ გაამართლა ჩემი მოლოდინი, რაც შენი დამსახურებაა.

 

ყველას ვურჩევ ამ კურსის გავლას, ვისაც ოდნავადაც კი უყვარს ფოტოგრაფია. დამიჯერეთ არ ინანებთ.

 

მე უკვე ჩემი შემოსავალი მაქვს და შემოსავალთან ერთად ბევრ საინტერესო ადამიანს დამაკავშირა შენმა კურსებმა და გადაღებებმაც, რისიც უზომოდ მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება ❤️

ასეთ ფოტოებს იღებს
კურსის შემდეგ

bottom of page