
ასეთ ფოტოებს იღებდა
კურსის გავლამდე
სალომეს ისტორია:
კურსამდე: სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ფილოლოგიაზე. ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო 0-დან. მანამდე იღებდა მხოლოდ ტელეფონით. არ ქონდა საკუთარი ფოტოაპარატი.
მიზანი: სურს რომ ფოტოგრაფია შეისწავლოს პროფესიონალურ დონეზე და შემოსავლის წყაროდ აქციოს.
გაიარა ფოტოგრაფიის საფუძვლების ონლაინ კურსი.
შედეგი: მიზანს მიაღწია. ფოტოგრაფია შეისწავლა. ფოტოაპარატი შეიძინა და ფოტოგრაფია შემოსავლის წყაროდ აქცია. უკვე შეკვეთებსაც იღებს. მასთან ინდივიდუალური ფოტოსესია 1 საათი 250 ლარი, დაბადების დღის 300 ლარი და ნათლობის 1 საათიანი გადაღება 350 ლარი ღირს.
სალომე კურსის შესახებ:
ფოტოგრაფიის სამყაროში შენი საშუალებით რომ შევაბიჯე ეს შემთხვევითობა არ არის.
ძალიან დიდი ხანია სოციალური ქსელის საშუალებით თვალს გადევნებ, მთელი ამ დროის განმავლობაში ვუყურებდი როგორ იზრდებოდი და ვითარდებოდი.
დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ გადავწყვიტე რომ შემეძინა კურსი ადამიანისგან, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, 8 წლიანი სწავლით და გამოცდილებით.
ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მინდოდა მექცია ფოტოგრაფია, ამ ყველაფერთად ერთად ვხდედავდი შენი მოსწავლეების უმაგრეს შედეგებს და ეს უფრო მიმძაფრებდა სურვილს.
ფოტოგრაფია არის ის, რისი კეთებაც ნამდვილად მინდა, რაც უზომოდ მაბდედნიერებს, შენი კურსის საშუალებით ოცნება ავიხდინე და შევისწავლე პროფესიონალურ დონეზე.
გულწრფელად ვიტყვი რომ სწავლა საერთოდ არ გამჭირვებია, ყველაფერი იმდენად სწორად, გასაგებ ენაზე გაქვს ახსნილი და მოტანილი ჩვენამდე რომ უბრალოდ შეუძლებელია რამე ვერ გაიგო. ვფიქრობ, ნამდვილი მასწავლებელი შენნაირი უნდა იყოს, რომელსაც მოსწავლემდე ინფორმაცია უმარტივესად მიაქვს.