
ფოტოსესიის "VIP"
ტარიფები
ვისთვის არის ეს "VIP" ტარიფები ?
იმათთვის ვისაც სურს საკუთარ დროს გაუკეთოს ეკონომია
-
თქვენ არ მოგიწევთ დროის დახარჯვა მაკიაჟის და ვარცხნილობის სპეციალისტების ძიებაში. ჩვენ გვყავს პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტები.
-
თქვენ არ მოგიწევთ ტანსაცმლის თქვენით შერჩევა. მოგესამხურებათ ჩვენი სტილისტი
-
ჩვენი გუნდი ყველაფერზე იზრუნებს
საქმიანი ადამიანებისთვის
-
ბიზნეს-პორტრეტი წარმოგაჩენთ ინტერნეტ სივრცეში და ხდება თქვენი სავიზიტო ბარათი.
-
სოციალურ ქსელებში, თქვენი ფოტოებით შეგიძლიათ შექმნათ სერიოზული, ენერგიული და პროფესიონალი სპეციალისტის სტილი
-
ფოტოში სწორად შერჩეული იმიჯი თქვენს თავს აუდიტორიას ამახსოვრებს, საჭირო ასოციაციებს უქმნის და განასხვავებს თქვენს თავს კონკურეტნებისგან..
იმათთვის, ვისაც სურს სწრაფი და ხარისხიანი შედეგი
-
ჩვენი გუნდი დაგეგმავს ფოტოსესის უმოკლეს დროში
-
გადაღებულ მასალას მიიღებთ მესამე დღეს
-
დამუშავებული ფოტოები კი მზად იქნება ერთ კვირაში
-
ფოტოგრაფი და ფოტოსტუდია არის აღჭურვილი ფოტოგრაფიის სფეროში არსებული უახლესი ტექნიკით
ყველასთვის
-
ვისაც სურს სრული მომსახურეობა ერთ სივრცეში
-
ვისსაც სურს ფოტოსესია რამოდენიმე ლუქში
-
ვისაც სურს რომ არაფერზე იზრუნოს და თავი პროფესინალებს ანდოს
რატომ მე?
-
ფოტოგრაფი ნათია ღაჭავა
-
წარმატებული კომერციული ფოტოგრაფი
-
ფოტოგრაფიის სფეროში 6 წლიანი გამოცდილება
-
მყავს 1400-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი
-
ვფლობ საკუთარ სტუდიას, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით
-
ვარ ფოტოგრაფი, რომელსაც აქვს გადაღების თავისი სტილი
-
პირველ რიგში მე მზრუნავ თქვენს კომფორტზე
-
ჩემთან ფოტოსესიის დროს თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ იპოზიოროთ.
-
ფოტოსესიაზე დაგხვდებათ მყუდრო, დადებითი ემოციებით დატვირთული გარემო, სადაც თქვენ სიამოვნებას მიიღებთ
როგორ ხდება ფოტოსესიაზე ჩაწერა?
-
პირველ რიგში თქვენ უნდა აირჩიოთ ქვემოთ არსებული ტარიფებიდან სასურველი. თუ გიჭირთ არჩევნის გაკეთება, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და მე გაგიწევთ კონსულტაციას.
-
პაკეტის არჩევის შემდეგ მომწერეთ დაახლოებით როდის გსურთ ფოტოსესიის გადაღება და მე გეტყვით თავისუფალ თარიღებს
-
თარიღის და საათის არჩევის შემდეგ მე გიგზავნით რეკვიზიტებს. სადაც უნდა ჩარიცხოთ ფოტოსესის ღირებულების 30%, რომ დაჯავშნოთ ადგილი
-
გაითვალისწინეთ რომ ეს თანხა არ ბრუნდება, თუ თქვენ ისურვებთ თარიღის შეცვლას ან ნებისმიერი მიზეზის გამო არ მოხვალთ ფოტოსესიაზე. ახალი თარიღის დასაჯავშნად თქვენ თავიდან რიცხავთ 30%



როგორ ხდება ფოტოსესიის დაგეგმა?
-
თარიღის დაჯავშნის შემდეგ მე ვიწყებ ფოტოსესიის ორგანიზებას. ვუკავშირდები გუნდს.
-
შერჩეული ტანსაცმლის მიხედვით მე გირჩევთ მაკიაჟს და ვარცხნილობას.
-
ტანსაცმლის შერჩევაში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი სტილისტი, რომელიც სურვილისამებრ გაგყვებათ მაღაზიაში და შეგარჩევინებთ სასურველ ლუქებს ან გესტუმრებათ სახლში და გარდერობში არსებული ნივთებისგან შექმნის სასურველ ლუქებს.
-
ასევე ტანსაცმელზე დაყრდნობით ჩვენ შევარჩევთ რომელი ფერის ფონს გამოვიყენებთ. სტუდიაში არის 7 ფერის ფონი: თეთრი, შავი, ყავისფერი, ბეჟი, წიტელი, ვარდისფერი და ცისფერი.

როგორ მიმდინარეობს ფოტოსესია
-
თქვენ მოდიხართ ფოტოსესიაზე ერთი საათით ადრე და სტუდიაში გხვდებათ ფოტოგრაფი, სტილისტი, ვიზაჟისტი და ვარცხნილობის სტილისტი.
-
ასევე ვარცხნილობის სპეციალისტიც ფოტოსესიის დროს გისწორებთ ან გიცვლით ვარცხნილობას შერჩეული ტანისამოსის შესაბამისად
-
ჯერ იკეთებთ მაკიაჟს და ვარცხნილობას. სურვილისამებრ ვიზაჟისტი რჩება ფოტოსესიის დროს და გიკორექტირებთ მაკიაჟს. შესაძლოა სხვა და სხვა ლუქზე შევცვალოთ ტუჩის ფერი და თვალის ჩრდილები.
-
სტილისტი კი გირჩევთ ტანსაცმელს, უხამებს აქსესუარებს და ასევე გისწორებთ ამ დეტალებს ფოტოსესიის დროს
-
მე კი გეხმარებით პოზირებაში. წინასწარ მექნება ტანისამოსისთვის შესაფერისი პოზები შერჩეული. და რა თქმა უნდა ვიზრუნებ განათებაზე და ფოტოს ხარისხზე.

ტარიფები
ტარიფი "სტანდარტული"
2999 ლარი
-
2 საათი გადაღება
-
2 ლუქი და ორი ფერის ფონი
-
სტილისტის, ვიზაჟისტის და ვარცხნილობის სპეციალისტის მომსახურეობა
-
20 დამუშავებული ფოტო
-
გადაღებული მასალა
ტარიფი "პრემიუმი"
3999 ლარი
-
3 საათი გადაღება
-
3 ლუქი და სამი ფერის ფონი
-
სტილისტის, ვიზაჟისტის და ვარცხნილობის სპეციალისტის მომსახურეობა
-
30 დამუშავებული ფოტო
-
გადაღებული მასალა
ტარიფი "ლუქსი"
4999 ლარი
-
4 საათი გადაღება
-
4 ლუქი და 4 ფონი
-
მხოლოდ ამ პაკეტის შემთხვევაში შესაძლებელია ფოტოსესიის ნაწილი გადავიღოთ სტუდიაში და ნაწილი ბუნებაში ან ქალაქში, ან კაფეში, ან ოფისში.
-
სტილისტის, ვიზაჟისტის და ვარცხნილობის სპეციალისტის მომსახურეობა
-
40 დამუშავებული ფოტო
-
გადაღებული მასალა
























